მგალობლიშვილის ქუჩაზე წყალმა ისევ ამოხეთქა

საქართველო, თბილისი - 10:45 | 05.06.2019
ნანახია: 693

თბილისში, მგალობლიშვილის ქუჩაზე, სადაც წყალმომარაგების დაზიანებული მაგისტრალური ქსელის აღდგენითი სამუშაოები გუშინ დასრულდა, დღეს წყალმა ისევ ამოხეთქა. მგალობლიშვილის ქუჩა ამჟამად ისევ დატბორილია.

"მგალობლიშვილის ქუჩაზე დაზიანებული მილიდან წყლის დინების შესაჩერებლად უკვე დაიკეტა ურდულები. როგორც კი ქსელი წყლისგან დაიცლება, მაქსიმალურად ოპერატიულად დავიწყებთ ტექნიკურ სამუშაოებს მიზეზების დასადგენად და დაზიანების აღმოსაფხვრელად. სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ მოსახლეობას დამატებით მივაწვდით ინფორმაციას. რაც შეეხება წყალმომარაგების შეზღუდვას ამ ეტაპზე წყლის მიწოდება შეზღუდული აქვს მგალობლიშვილის, ჩერქეზიშვილის, შარტავას, საირმის და მიმდებარე ქუჩებს,"-აღნიშნულია GWP-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომპანიის განცხადებით, დაზარალებულებს ზიანი სრულად აუნაზღაურდებათ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე