SkyUp Airlines-ის ბორტზე ქართული ღვინო გაიყიდება

საქართველო, თბილისი - 16:09 | 04.06.2019
ნანახია: 830

უკრაინული ავიაკომპანია SkyUp Airlines-ის ბორტზე ქართული ღვინო გაიყიდება. SkyUp Airlines-მა საბორტო მენიუს პრეზენტაცია გამართა, რომელიც 7 სახეობის მენიუს აერთიანებს. ერთ-ერთ მენიუს წარმოადგენს Wine Sky box-ი, რომელის კონტეინერშიც საქართველოში წარმოებული პროდუქციაა განთავსებული.
Wine Sky Box-ი აერთიანებს "თელიანი ველის" ღვინოს, ყურძენს, მრავალი სახეობის ყველს, თხილს, ძეხვს, ჩხირებს.
"Wine Sky Box-ი ეს არის დახვეწილი კომპლექტი, რომელიც ქმნის სადღესასწაულო ატმოსფეროს ათეულობით კმ-ს სიმაღლეზე. Wine Sky Box-ის ღვინოს ძალიან უხდება ყველი, თხილი და ძეხვი. Wine Sky Box-ი შექმნილია განსაკუთრებული მომენტებისათვის" წერია Wine Sky Box-ის აღწერილობაში.

Wine Sky Box-ის ღირებულება 16 დოლარია.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე