ბრძოლა გრძელდება, არავის არ ეგონოს, რომ ვინმეს რამეს შევარჩენთ - ზაზა სარალიძე

საქართველო, თბილისი - 15:20 | 04.06.2019
ნანახია: 699

ვნახოთ სასამართლო რას დაადგენს მიხეილ კალანდიასთან მიმართებაში და ვნახოთ როგორ დაამტკიცებს პროკურატურა წარდგენილ ბრალდებას. ეს არ არის საბოლოო დასასრული. ბრძოლა გრძელდება - ამის შესახებ ზაზა სარალიძემ მიხეილ კალანდიას დაკავების შესახებ კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ახლა პროკურატურამ უნდა დაამტკიცოს მიხეილ კალანდიას დანაშაულში მონაწილეობა, სწორედ ამიტომ ის ბრძოლას დასრულებულად არ მიიჩნევს. 

"გადაიდგა დღეს უდიდესი ნაბიჯი. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იმ უწყების წარმომადგენლებსაც, რომლებმაც როგორც იქნა გადაწყვიტეს, რომ ამ საქმეზე ჭეშმარიტება უნდა დადგინდეს. ეს იყო უდიდესი ნაბიჯი რასაც ვიბრძოდით. ვნახოთ სასამართლო რას დაადგენს მიხეილ კალანდიასთან მიმართებაში და ვნახოთ როგორ დაამტკიცებს პროკურატურა წარდგენილ ბრალდებას. ეს არ არის საბოლოო დასასრული. ბრძოლა გრძელდება აუცილებლად. არის გარკვეული, რიგი ხარვეზები გამოძიებასთან დაკავშირებით. ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით და არავის არ ეგონოს, რომ ვინმეს რამეს შევარჩენთ,"-განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ბრალდებით, მიხეილ კალანდია დღეს დააკავეს. 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე