უდანაშაულო ბიჭის ციხეში ჩასმა როგორ უნდა, მაგას ვნახავთ, ეს ქვეყანა ჩალით არ არის დაფარული - მიხეილ კალანდიას ძმა

საქართველო, თბილისი - 14:44 | 04.06.2019
ნანახია: 1174

 

ბიჭი არის უდანაშაულო და აი, უდანაშაულო ბიჭის ციხეში ჩასმა როგორ უნდა ამ ბრალდებით და ამ მუხლით, მაგას ვნახავთ. ეს ქვეყანა ჩალით არ არის დაფარული" - ამის შესახებ მიხეილ კალანდიას ძმამ ლუკა კალანდიამ TV პირველთან საუბარში განაცხადა. 

ლუკა კალანდიას მტკიცებით, მისი ძმა უდანაშაულოა.

"მიხეილ კალანდიას ხელში დანა საერთოდ არ სჭერია, ბიჭი არის უდანაშაულო და აი, უდანაშაულო ბიჭის ციხეში ჩასმა როგორ უნდა ამ ბრალდებით და ამ მუხლით, მაგას ვნახავთ. ეს ქვეყანა ჩალით არ არის დაფარული" - თქვა ლუკა კალანდიამ TV პირველთან საუბარში. 

ლუკა კალანდიას ინფორმაციით, დღეს მისი ძმა სასამართლოში მოწმის სახით უნდა დაეკითხათ.

"შუა ტრასაზე სპეცოპერაცია ჩაატარეს, მიხეილი აიყვანეს და შემდეგ ისე გაჟღერდა, თითქოს მიხეილი ტოვებდა ქალაქს. მიხეილს არც ქალაქი აქვს დასატოვებელი, იმიტომ რომ უდანაშაულოა და არ სჭირდება არაფერი" - ამბობს ლუკა კალანდია.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ბრალდებით, მიხეილ კალანდია დღეს დააკავეს. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე