მირზა სუბელიანი პენიტენციურ დაწესებულებას 8 ივლისს დატოვებს

საქართველო, თბილისი - 14:23 | 04.06.2019
ნანახია: 782

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმე, დანაშაულის დაფარვაში მსჯავრდებული მირზა სუბელიანი პენიტენციურ დაწესებულებას 8 ივლისს დატოვებს. 

სუბელიანს, რომელიც გასული წლის 9 ივნისს დააკავეს,  ბრალი თავდაპირველად დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის წაუყენეს, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მუხლის კვალიფიკაცია შეიცვალა. მოსამართლის მიერ შეცვლილი კვალიფიკაციით, მირზა სუბელიანი დამნაშავედ დანაშაულის დაფარვისთვის სცნეს. მას სასჯელად 1 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე სამართალდამცველებმა, მიხეილ კალანდია ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ჩადენის ბრალდებით დღეს დააკავეს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე