სტუდენტობისას მარიხუანა გავსინჯე, მაგრამ არ მომეწონა - მიხეილ სააკაშვილი

საქართველო, თბილისი - 15:00 | 03.06.2019
ნანახია: 961

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ სტუდენტობის დროს მარიხუანა გასინჯა, თუმცა ის მას არ მოეწონა.

 „ოდესაღაც, როდესაც სტუდენტი ვიყავი, მარიხუანა გავსინჯე, მაგარმ არ მომეწონა. არ მომწონს მისი გემო და სუნი. ამიტომ მე მისი ფანი არ ვარ. მაგრამ იქ, ამსტერდამში, ამაზე უფრო მეტი რამ არის საინტერესო“, - განაცხადა სააკაშვილმა უკრაინულ ტელეარხ 1+1-ის ეთერში.

ამასთან მან აღნიშნა, რომ ნიდერლანდებში, სადაც ის უკრაინაში დაბრუნებამდე ცხოვრობდა, ექსტაზი არასდროს მიუღია.

უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ 28 მაისს სააკაშვილს ქვეყნის მოქალაქეობა დაუბრუნა. სააკაშვილი უკრაინაში 29 მაისს დაბრუნდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე