საქართველოს დღე ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში

საქართველო, თბილისი - 13:00 | 17.12.2015
ნანახია: 1557

ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ორგანიზებით, ამავე უნივერსიტეტის ქართველი სტუდენტების მონაწილეობით ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში საქართველოსადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თეა ახვლედიანმა, რომელმაც ორ ქვეყანას შორის არსებული მრავალწლიანი მეგობრობის ისტორიაზე ისაუბრა, რაც არამხოლოდ მთავრობებს შორის, არამედ ქართველ და ესტონელ ხალხთა შორის მეგობრულ კავშირებზეა აგებული. თეა ახვლედიანმა მიმოიხილა საქართველო-ესტონეთის თანამშრომლობის დინამიკა და მიღწეული შედეგები. ელჩმა ხაზი გაუსვა ესტონეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. თეა ახვლედიანმა ხაზი გაუსვა მსგავსი ღონისძიებების ჩატარების მნიშვნელობას, რაც ესტონეთში ქართული კულტურისა და ტრადიციების ფართოდ წარმოჩენას ემსახურება.
ღონისძიების ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს უნივერსიტეტის რექტორმა, ვიცე-რექტორმა, უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის ხელმძღვანელმა, ესტონელმა და ქართველმა სტუდენტებმა.
უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის ხელმძღვანელმა საქართველო-ესტონეთს შორის განათლების სფეროში ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობასა და ქართველი სტუდენტების ესტონეთში მოღვაწეობის შესახებ ისაუბრა.
საქართველოს დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერების ფაკულტეტი მკვლევარი, არჩილ ჩოჩია უძღვებოდა. ქართველი სტუდენტების მიერ წარმოდგენილ იქნა ქართული ფოლკლორი, რომლის ფარგლებში შესრულდა რამდენიმე ცნობილი ქართულიცეკვა და სიმღერა.
ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში, აგრეთვე მოეწყო ქართული ანბანის გამოფენა - „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა" დასაქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი ვიდეო-რგოლების ჩვენება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე