უსამართლობას არ უნდა შევეგუოთ - დავით კირკიტაძე

საქართველო, თბილისი - 16:54 | 31.05.2019
ნანახია: 802

დავით კირკიტაძემ გათავისუფლების შემდეგ დავით პირველი განცხადება გააკეთა.

დავით კირკიტაძემ 2018 წლის დეკემბერში მომხდარ ინციდენტზეც ისაუბრა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკანონოდ აღკვეთა მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილება, ის წუხს, რომ მასსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოხდა. 

„გნებავთ ავტობუსი დაგიყენოთ წინ, გნებავთ ეროვნულ ბანკი და ეკონიმიკის სამინისტრო, უსამართლობას არ უნდა შევეგუოთ. რაც შეხება იმ კონკრეტულ ინციდენტს, რომელიც 16 დეკემბერს მოხდა. ჩემი მოქმედება იყო ერთადერთი მიზნისკენ მიმართული, რათა გამეთავისუფლებინა გზა მომიტინგეებისთვის, მიმეცა საშუალება, თელავში ჩასულიყო ის ხალხი, რომელიც მიდიოდა ყველაზე უსამართლო არჩევნების გასაპროტესტებლად, მიუხედავად იმისა, რომ შსს-მ ეს მოქმედება უკანონოდ აღკვეთა კონსტიტუციური უფლება, გადაადგილების უფლება, მაინც გულწრფელად ადამიანურად ძალიან ვწუხდი, რომ დაპირისპირება მოხდა ჩემსა  და პოლიციელს შორის იმიტომ, რომ ჩვენ პოლიციელის პრესტიჟზე ჩვენ ძალიან ვზრუნავთ, განსხვავებით იმ ადამიანებისგან, რომლებიც პოლიციას აყენებენ იმ მდგომარეობაში, რომ საზოგადოებასთან დაპირისპირებაში შევიდნენ და ბოლოს ეს არაერთხელ ვიხილეთ. ჩემი პატივისცემა კიდევ ერთხელ მინდა დავუდასტურო რიგით პოლიციელებს და არა მათ უფროსებს,“ - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე