არავის მივცემთ საშუალებას, საჯარო მოხელების დემონიზება გაგრძელდეს - ბახტაძე

საქართველო, თბილისი - 16:49 | 31.05.2019
ნანახია: 740

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საჯარო მოხელეებს ქვეყნის ინტერესებისადმი ერთგული სამსახურისთვის მადლობას უხდის.

როგორც პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში ინტერპელაციის ფორმატში დასკვნით სიტყვაში განაცხადა, საჯარო მოხელეების დემონიზებისთვის ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს.

“არავის მივცემთ საშუალებას, საჯარო მოხელების დემონიზება გაგრძელდეს. თქვენ ამისთვის ყველაფერს აკეთებთ. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და საჯარო მოხელეებს დიდი მადლობა გადავუხადო ქვეყნის ინტერესებისადმი ერთგული სამსახურისთვის. ჩვენ მეტი ინვესტიცია გვაქვს ჩასადები ადამიანურ კაპიტალში, რომ ისინი დარწმუნებული იყვნენ მომავალში. ამაზე დგას რეალურად ქართული სახელმწიფო”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე