როდის დატოვებს თანამდებობას? დაისვენოს თვითონ, დაასვენოს ქვეყანა, ხალხი - ჭიჭინაძე პრემიერს მიმართავს

საქართველო, თბილისი - 14:11 | 31.05.2019
ნანახია: 849

მინდა ვკითხო, როდის დატოვებს თანამდებობას? დაისვენოს თვითონ, დაასვენოს ქვეყანა, დაასვენოს ხალხი - პარლამენტის დეპუტატმა ჭიჭინაძემ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მიმართა და ფიქტიური უწოდა.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ მას მამუკა ბახტაძესთან ერთადერთი კითხვა აქვს - როდის დატოვებს ის თანამდებობას.

"მე უბრალოდ მინდა ვკითხო რიტორიკულად - როდის დატოვებს თანამდებობას. დაისვენოს თვითონ, დაასვენოს ქვეყანა, დაასვენოს ხალხი. მე ვფიქრობ, რომ რასაც დღეს, ეს ადამიანი აკეთებს, მხოლოდ და მხოლოდ ფიქტიური ფუნქციაა, ამ პარლამენტშიც ფიქტიურად მოდის, ტელევიზორშიც ფიქტიურად გამოდის და პრინციპში დღეს ქვეყანას ეტყობა, რომ არ ჰყავს პრემიერ-მინისტრი,“-განაცხადა ჭიჭინაძემ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე