მერიაში ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველო, თბილისი - 12:57 | 17.12.2015
ნანახია: 1530

თბილისის მერი დავით ნარმანია ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე  მხარეებმა კონგრესისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ურთიერთობაზე ისაუბრეს.

დავით ნარმანიამ 2012 წლიდან განხორციელებულ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმაზე ისაუბრა. მისი თქმით, საზოგადოების ჩართულობის კუთხით,  კანონმდებლობაში საკმაოდ მნიშვნელოვანი  ინსტრუმენტები გაჩნდა.  დავით ნარმანიამ მაგალითად დაასახელადედაქალაქის ბიუჯეტის დაგემვაში მოქალაქეების ჩართულობა.

თბილისის მერმა ისაუბრა რეფორმის ორ მნიშვნელოვან ასპექტზე. მისი თქმით, პირველი ასპექტიახელისუფლებისა და მოსახლეობის მეტი სიახლოვე, ხოლო მეორე - არჩეული თანამდებობის პირების ლეგიტიმაციის მაღალი ხარისხი, რადგან, მერის განცხადებით, ამომრჩეველმაისინი პირდაპირი არჩევის წესით,  50%-იანი ბარიერით აირჩია.

შეხვედრაზე ასევე საუბარი იყო საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის გზამკვლევზე. დოკუმენტი  გუშინ კონგრესსა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შორის გაფორმდა. გზამკვლევში მოცემულია პროგრესის გაგრძელებისათვის საჭირო ნაბიჯები.კონგრესის პრეზიდენტის ჟან-კლოდ ფრეკონის თქმით, დოკუმენტი მიზნად ისახავს ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე,  ქვეყანაში არსებული ძლიერი და დამოუკიდებელი მმართველობის კიდევ უფრო გამყარებას.

„ევროპის საბჭოს ადგილობრივი დარეგიონული კონგრესი აქტიურად უჭერს მხარს ჩვენს ქვეყანაში თვითმმართველობების განვითარებას. ისინი დაინტერესდნენ თუ როგორი მდგომარეობაა ამ მიმართულებით თბილისში. ვისაუბრეთ ბოლო პერიოდში გატარებულ რეფორმებზე, იმაზე, თუ როგორ მიდის ფისკალური დეცენტრალიზაციის პროცესი, როგორ ვითარდება მუნიციპალიტეტი ინოვაციური მმართველობის თვალსაზრისით. რაც შეეხება კონგრესის გზამკვლევს, ეს არის სახელმძღვანელო დოკუმენტი  ყველა მუნიციპალიტეტისათვის. ასევე, ხაზი გაესვა სამომავლო რეფომებთან დაკავშირებულ ძირითად მიმართულებებს, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად დავუახლოვდეთ  ევროპული სტილის ადგილობრივ თვითმმართველობას.   ძალიან საინტერესო თანამშრომლობის ფორმატი გვაქვს , მაგრამ მომავალში ვაპირებთ,  სხვადასხვა ქვეყნისა და ქალაქის გამოცდილება კიდევ უფრო მეტად გავიზიაროთ. ამასთან, მივიღოთ ის რეკომენდაციები, რომლებსაც პერიოდულად კონგრესი გვაძლევს, იმისათვის, რომ სწორად ვიაროთ რეფორმის გზაზე“-განაცხადა დავით ნარმანიამ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე