ჩვენი მიზანია, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას“ ჰქონდეს დიდი წონა, რათა ჩვენი პარტნიორები დაგვეხმარონ და მოხდეს სიის რეალურ ცხოვრებაში დანერგვა - პრემიერი

საქართველო, თბილისი - 13:23 | 31.05.2019
ნანახია: 732

მთავარი მიზანია, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას“ ჰქონდეს ძალიან დიდი წონა, რათა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები დაგვეხმარონ და მოხდეს სიის რეალურ ცხოვრებაში დანერგვა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით უსმენენ.

„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ ყველასთვის განსაკუთრებით პრინციპულია, განსაკუთრებით ჩემთვის. ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო, რომ ოპოზიციისა და უმრავლესობა შეთანხმებით, საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 21 მარტის რეზოლუციით,  მოხდა ამ რეზოლუციის მიღება; მთავრობას დაევალა,  რომ შეედგინა სია იმ არაადამიანებისა, რომლებმაც ჩაიდინეს სასტიკი დანაშაული ქართველი მოქალაქეების წინაშე.

ჩვენი მთავარი მიზანია, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას“ ჰქონდეს ძალიან დიდი წონა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ჰქონდეთ ყველა არგუმენტი, რომ დაგვეხმარონ და მოხდეს ამ სიის რეალურ ცხოვრებაში დანერგვა. ეს არის ამოსავალი წერტილი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე