ეს არის ერთადერთი სწორი გზა, რომ მოქალაქეები უზრუნველყოფილი იყვნენ ღირსეული პენსიით - მამუკა ბახტაძე

საქართველო, თბილისი - 13:03 | 31.05.2019
ნანახია: 700

მსოფლიოს არც ერთ წარმატებულ ქვეყანას ღირსეული პენსიისათვის არ აქვს მიღწეული საპენსიო ფონდების გარეშე, აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტში ინტერპელაციის ფორმატში, სიტყვით გამოსვლისას.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა მთავრობას სურს, რომ ქვეყნის მოქალაქეებისათვის ღირსეული საპენსიო სისტემა შექმნას.

„ეს არის ჭეშმარიტება, ეს არის ეკონომიკური კანონზომიერება. ასე რომ, აქსიომებზედავას აზრი არ აქვს. ამაზე ტყულად დავკარგავთ დროს. უნდა ვისაუბროთ მის შინაარსობრივ ასპექტზე. ყველა ქვეყანამ, ვინც წარმატებას მიაღწია, არის წარმატებული ჯანსაღი საბაზრო ეკონომიკის ქვეყანა, ყველას აქვს დაწყებული მსგავსი რეფორმა. ჩვენ ახალი ველოსიპედი არ გამოგვიგონია, ეს არის ერთადერთი სწორი გზა, რომ მოქალაქეები უზრუნველყოფილი იყვნენ ღირსეული პენსიით“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მამუკა ბახტაძეს დღეს ინტერპელაციის წესით უსმენენ. ერთ-ერთი კითხვა, რომლითაც „ევროპულმა საქართველომ“ მიმართა პრემიერ-მინისტრს, სწორედ საპენსიო რეფორმას ეხებოდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე