მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე „საევაკუაციო ნაგებობები“ მოეწყობა

საქართველო, თბილისი - 12:44 | 17.12.2015
ნანახია: 1460

მოსალოდნელი სტიქიური და ფორსმაჟორული მოვლენების შედეგების პრევენციის მიზნით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 136–ე კილომეტრზე, „საევაკუაციო ნაგებობები“ მოეწყობა. მსგავსი პროექტი საქართველოში პირველად ხორციელდება და  სტიქიის შემთხვევაში, საბაჟოს მომსახურე პერსონალის და მგზავრების უსაფრთზო ევაკუაციას  უზრუნველყოს.

მიმდინარე  სამუშაო  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებმა მოინახულეს.

„პროექტი კლდის ფერდზე  208,80 მეტრი სიგრძის და 2.25მ სიგანის საევაკუაციო დერეფნის მშენებლობას ითვალსწინებს. მყინვარ დევდორაკზე, განთავსებულ  სპეციალური საგუშაგოში 24 საათიანი მორიგეობაა დაწესებული. განგაშის გამოცხადების შემთხვევაში შესაბამისი სამსახურები ოპერატიულად უზრუნველყოფენ სტიქიის ზონაში  ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვას“, - განაცხადა სახელმწიფო სამშენებლო  კომპანიის დირექტორის მოადგილემ ირაკლი კუპრავამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე