ქუთაისში PSP-ს აფთიაქი დააყაჩაღეს

საქართველო, თბილისი - 12:42 | 17.12.2015
ნანახია: 1595

ქუთაისში ბუხაიძის ქუჩაზე აფთიაქი დააყაჩაღეს. თვითმხილველთა ინფორმაციით მოხდა გასროლაც. არსებული ინფორმაციით შეიარაღებულმა პირმა აფთიაქიდან 700 ლარის წაღება მოახერხა.  

ბუხაიძის ქუჩაზე PSP-ს აფთიაქში ამ დროისთვის პოლიციელები მუშაობენ. 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, საქმეზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით, რაც ძარცვას გულისხმობს. 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე