ტურიზმის სფეროში წამყვანი საერთაშორისო სკოლების წარმომადგენლები საქართველოში აქტიურ საქმიანობას იწყებენ

საქართველო, თბილისი - 12:34 | 17.12.2015
ნანახია: 1443

ტურიზმის სფეროში წამყვანი საერთაშორისო სკოლების წარმომადგენლები საქართველოში აქტიურ საქმიანობას იწყებენ. ეკონომიკისა დამდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით საქართველოს მენეჯმენტის სკოლამ „ლორეტისჯგუფის" წარმომადგენლებს უმასპინძლა. შეხვედრას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და სასტუმროების წარმომადგენლებიდაესწრნენ.

,,ლორეტის ჯგუფი" სტუმარმასპინძლობის სფეროში მსოფლიოში ერთერთი წამყვანი საგანმანათლებლო ქსელია, რომელიც 28ქვეყანაში 88 უნივერსიტეტს აერთიანებს. „ლორეტის ჯგუფის შემადგენლობაში ლესროშესა და გლიონის (მსოფლიოს რეიტინგით მეორე დამესამე ადგილზე მყოფი) სკოლებია, რომლებიც საქართველოში ტრენინგებს ჩაატარებენ.

დაგეგმილია ტურიზმის სასწავლო ცენტრის შექმნა,სადაც მოწვეული უცხოელი კონსულტანტები ტურიზმის სფეროში მაღალკვალიფიციურ კადრებს მომზადებენ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე