ნათია თურნავამ ფოთის პორტთან დაკავშირებით ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა

საქართველო, თბილისი - 11:32 | 30.05.2019
ნანახია: 818

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა. მისი თქმით, დოკუმენტი, რომელიც გაიცა „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“-ზე არ წარმოადგენს სამშენებლო ნებართვას.

„დოკუმენტი, რომელიც გაიცა, არ წარმოადგენს სამშენებლო ნებართვას – ეს არის ე. წ. მიწათსარგებლობის წინასწარი პირობების დოკუმენტი, რომელიც გაიცა ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის ბრძანებით, ისე, რომ ეს საკითხი არ ყოფილა შეთანხმებული არც ერთ მოქმედ მთავრობის წევრთან და არც პირადად ჩემთან. გარდა ამისა, როგორც გაირკვა, იქ არის პროცედურული დარღვევებიც, რითიც არის გაცემული ეს დოკუმენტი. აქედან გამომდინარე, დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაუქმდა ეს დოკუმენტი, ხოლო სააგენტოს ხელმძღვანელი გადაყენებულია დაკავებული თანამდებობიდან“, – განაცხადა თურნავამ.

მისი თქმით, მთავრობის მხრიდან არაერთხელ აღინიშნა, რომ ანაკლიის პორტი წარმოადგენს სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტს.

29 მაისს "ეიპიემ ტერმინალს ფოთმა" გაავრცელა, რომ კომპანიას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართა მისცა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე