არჩილ ხაბაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის წინაშე მოხსენებით წარსდგება

საქართველო, თბილისი - 11:00 | 17.12.2015
ნანახია: 1516

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე 17 დეკემბერს 12:00 საათზე აჭარის საკანონმდებლო ორგანოს წევრების წინაშე ანგარიშით წარსდგება. გადაწყვეტილება აჭარის უმაღლესი საბჭოს 117-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივით  უმაღლესი საბჭოს მიერ იქნა მიღებული.

 პლენარულ სხდომაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ხუთ ძირითად საკითხზე ისაუბრებს: რეგიონის პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ასევე იმ გამოწვევებზე, რომელიც ე.წ „ოცნების ქალაქის“ და იპოთეკარების სახით არსებობს რეგიონში.

არჩილ ხაბაძე რეგიონისთვის მნიშვნელოვან ინვესტიციებზე და პროექტებზე გაამახვილებს ყურადღებას, რომლებიც დასრულდა ან მიმდინარეობს. აჭარაში კერძო პირდაპირი ინვესტიციები 42%-ით გაიზარდა. ასევე გაზრდილია  სამუშაოს მაძიებელ დასაქმებულ პირთა რაოდენობა  და  ტურიზმის სტატისტიკა .

 აჭარის მთავრობის თავმჯდომარე წარმოაჩენს ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით გაზრდილი ბიუჯეტის , დაფინანსებული ბენეფიციარებისა და მნიშვნელოვანი პროგრამების განხორციელების ძირითად საკითხებს. ისაუბრებს სხვადასხვა დროს სტიქიური და უბედური შემთხვევების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის გაწეული დახმარებების შესახებ.

 აჭარის მთავრობის თავმჯდომარის საანგარიშო მოხსენების მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება. დეპუტატების შეკითხვებს არჩილ ხაბაძე პირადად უპასუხებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე