ნაზარბაევმა პუტინს ნაზარბაევის სახელობის ორდენი გადასცა

საქართველო, თბილისი - 11:03 | 29.05.2019
ნანახია: 708

ყაზახეთში ვიზიტად მყოფ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს ნურსულთან ნაზარბაევის სახელობის ორდენი გადაეცა.

რუსეთის ლიდერს ორდენი ყაზახეთის პირველმა პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა შეხვედრის დროს გადასცა. ნაზარბაევმა განაცხადა, რომ პუტინმა ჯილდო ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაიმსახურა.

ნაზარბაევისა და პუტინის შეხვედრა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ხუთი წლისთავისადმი მიძღვნილ სამიტამდე გაიმართა. სამიტს რუსეთისა და ყაზახეთის გარდა, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, სომხეთისა და ბელარუსის წარმომადგენლებიც ესწრებიან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე