ლვოვის მერი ვლადიმირ ზელენსკის მოუწოდებს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნოს

საქართველო, თბილისი - 16:50 | 28.05.2019
ნანახია: 991

ლვოვის მერმა ანდრეი სადოვოიმ უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმირ ზელენსკის მოუწოდა მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა დაუბრუნოს.

 „მოვუწოდებ პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის, გააუქმოს განკარგულება და აღუდგინოს მიხოს (მიხელს სააკაშვილს) მოქალაქეობა“, - დაწერა სადოვოიმ Facebook-ის გვერდზე.

ლვოვის მერი აღნიშნავს, რომ მისთვის სააკაშვილი მეგობარია, რომელიც უკრაინაში ჩავიდა ყველაზე მძიმე პერიოდში და ჩავიდა ის ხელსიუფლების მიწვევით.

 „მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა მხოლოდ იმის გამო, რომ გაბედა პოროშენკოს წინააღმდეგ წასვლა, იყო დამამცირებელი აქტი, როგორც თავად პრეზიდენტისთვის, ისე უკრაინის მოქალაქის ინსტიტუტისთვის“, - აღნიშნავს სადოვოი.

სააკაშვილი უკრაინის მაშინდელმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ოდესის ოლქის გუბერნატორად 2015 წელს დანიშნა. მანამდე კი უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა.

თუმცა 2016 წლის ნოემბერში პოროშენკომ სააკაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა და განაცხადა, რომ მან არ შეასრულა დაპირება რეგიონის განვითარებასთან დაკავშირებით და მნიშვნელოვნად გააუარესა ოლქის ეკონომიკური მაჩვენებელი. 2107 წლის ბოლოს პოროშენკომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა.

უკრაინის პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ, სადაც ზელენსკიმ გაიმარჯვა, სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინაში დაბრუნდებოდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე