თეირანში ირანის პრეზიდენტის მრჩევლის ცოლი მოკლეს

საქართველო, თბილისი - 16:33 | 28.05.2019
ნანახია: 776

თეირანში ირანის პრეზიდენტის მრჩევლის მუჰამედ ალი ნაჯაფის ცოლი უცნობმა პირებმა მოკლეს.

ირანული მედიის ცნობით, ქალი საკუთარ სახლშია მოკლული. შემთხვევა ირანის დედაქალაქის საადათ აბადის რაიონში მოხდა, სადაც ირანის პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები ცხოვრობენ. მომხდარის სხვა დეტალები არ ვრცელდება.

ნაჯაფი ირანის პრეზიდენტ ჰასან როჰანისთან ერთ-ერთ ყველაზე დაახლოებულ პირად მიიჩნევა. 2018 წლამდე ის თეირანის მერი იყო. მოკლული მითრა ნაჯაფი მისი მეორე ცოლი იყო.

სააგენტო Associated Press-ი აღნიშნავს, რომ ირანის  პრეზიდენტის მრჩეველს რამდენიმე ცოლი ყავს. იმის მიუხედავად, რომ ირანში მრავალცოლიანობა კანონით დაშვებულია, პოლიტიკოსს ხშირად აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ მან კიდევ ერთ ქალზე იქორწინა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე