იტალიაში ქალაქის მერად ტრანსგენდერი აირჩიეს

საქართველო, თბილისი - 15:30 | 28.05.2019
ნანახია: 856

იტალიაში მერად ტრანსგენდერი პირველად აირჩიეს.

კენჭისყრა აპენინის ნახევარკუნძულზე ევროპარლამენტის არჩევნებთან ერთად გაიმართა.

ოფიციალური მონაცემებით, 40 წლის ადვოკატ ჯანმარკო ნეგრის, რომელსაც დაბადებისას მარია ერქვა, ლომბარდიის ოლქის ქალაქ ტრომელოს მუნიციპალურ არჩევნებში მხარი ამომრჩეველთა 40 პროცენტმა დაუჭირა.

წინასაარჩევნო კამპანიის დროს ნეგრიმ, რომელმაც პოპულარობა სექსუალური უმცირესობის უფლებების დაცვით მოიპოვა, თანამემამულეებს განუცხადა, რომ თავს ყოველთვის მამაკაცად გრძნობდა და ოთხი წლის წინ სქესის შესაცვლელად რამდენიმე ქირურგიული ოპერაცია გაიკეთა.

ტრომელოს ახლადარჩეულ მერს გამარჯვება ორგანიზაცია Gay Center-ის წარმომადგენელმა ფაბრიციო მარაცომ მიულოცა, რომელმაც განაცხადა, რომ არჩევნების შედეგებით მოქალაქეებისგან მხადაჭერა მიიღეს ლგბტ თემის წარმომადგენლებმა. მისი თქმით, ეს იტალიას უფრო მეტად ინკლუზიურსა და თავისუფალს გახდის.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე