საქართველოს პრეზიდენტი აზერბაიჯანს რესპუბლიკის დღეს ულოცავს

საქართველო, თბილისი - 15:12 | 28.05.2019
ნანახია: 743

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანს რესპუბლიკის დღეს ულოცავს. ამის შესახებ, ათონელის სასახლეში გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე პერზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა განაცხადა.

"კავკასიის რეგიონის ქვეყნებისთვის მაისი ძალზე მნიშვნელოვანი თვეა. დღეს რესპუბლიკის დღეს ზეიმობს საქართველოს მეგობარი და მოძმე ქვეყანა - აზერბაიჯანი. ვულოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს ჩვენს მოძმე ერს - აზერბაიჯანელ ხალხს.

ასევე, საქართველოს პრეზიდენტის სახელით, ვულოცავთ ისრაელის სახელმწიფოს და ჩვენს მეგობარ ისრაელელებს დამოუკიდებლობის 71-ე წლისთავს", - განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე