ავსტრიაში დროებითი კანცლერი დაინიშნა

საქართველო, თბილისი - 15:05 | 28.05.2019
ნანახია: 734

ავსტრიის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვან დერ ბელენმა დროებითი კანცლერი დანიშნა, რომელიც ქვეყანას მომდევნო არჩევნებამდე უხელმძღვანელებს.

მთავრობას სათავეში ჩაუდგება ფინანსთა მინისტრი ჰარვიგ ლიოგერი. ამასთან, მთავრობის ყველა წევრი თანამდებობებიდან უკვე გათავისუფლებულია. ახალი მთავრობა ექსპერტებს შორის უნდა აირჩეს.

ლიოგერი ავსტრიის წარმომადგენელი იქნება ბრიუსელში, ევროკავშირის არაფორმალურ სამიტზე.  

გუშინ პარლამენტმა კანცლერ სებასტიან კურცს და მის მთავრობას  ექს-ვიცე-კანცლერის ჰაინც-კრისტიან შტრახეს ირგვლივ აგორებეული სკანდალის გამო უნდობლობა გამოუცხადა. მას შემდეგ, რაც მედიაში გავრცელდა ვიდეო, სადაც შტრახე საარჩევნო კამპანიისთვის ფულის აღებას თანხმდება, ვიცე-კანცლერი თანამდებობიდან გადადგა.

კურცის მთავრობა ფორმირებული იყო ავსტრიის სახალხო პარტიის, რომელსაც ის ხელმძვანელობს და ავსტრიის თავისუფლების პარტიის ძალების მიერ, რომლის ლიდერიც შტრახე იყო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე