სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, აუცილებელია ექსკურსიების დროს უსაფრთხოების სპეციალური რეგლამენტით იხელმძღვანელონ

საქართველო, თბილისი - 14:51 | 28.05.2019
ნანახია: 665

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა, ათონელის სასახლეში გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილის აზრით, აუცილებელია ექსკურსიების დროს უსაფრთხოების სპეციალური რეგლამენტით იხელმძღვანელონ

"ამავე დროს, პრეზიდენტს მიაჩნია, რომ რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი და აუცილებელია, რომ მომავალი თაობა ეცნობოდეს და სწავლობდეს ჩვენს ქვეყანას, მის ღირშესანიშნაობებს, მაგრამ ამავე დროს, ასევე უმნიშვნელოვანესია სრულად იყოს დაცული მოზარდი თაობის უსაფრთხოება. უკანასკნელი 2 წლის სტატისტიკა ექსკურსიებზე დაღუპული და დაშავებული სკოლის მოსწავლეების შესახებ საკმაოდ შემაშფოთებელია. ამიტომაც აუცილებელია, ასეთ დროს უსაფრთხოების სპეციალური რეგლამენტით ვიხელმძღვანელოთ. ეს ეხება პირველ რიგში მოსწავლეებს, თუმცა ასეთი რეგლამენტი საჭიროა მივაწოდოთ ჩვენი ქვეყნის ვიზიტორებსაც", - განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს კვირას, სასკოლო ექსკურსიის დროს დაღუპული მოზარდის ოჯახს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე