2020 წლამდე თუ მიიტანეთ სული მადლობა თქვით - ირმა ინაშვილი „ქართულ ოცნებას“ და ოპოზიციას

საქართველო, თბილისი - 14:47 | 28.05.2019
ნანახია: 782

2020 წლისთვის აი ეს ორივე უნდა დავამთავროთ ჩვენ, "ქართული ოცნებაც" უნდა დავამთავროთ და "ნაციონალური მოძრაობის "ეს ორივე ჯგუფი, - განაცხადა "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა პარლამენტის სხდომაზე.

„ხედავთ რა დონეზე მივედით? სანამდე მიგვიყვანა „ქართულმა ოცნებამ“, რომ უკვე ბოკერიები ამხელენ „ქართულ ოცნებას“ გამოდიან და სანდრო გირგვლიანს იცავენ“ - აღნიშნა ინაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას და საზოგადოებას მიმართა, დაასრულოს არსებული ხელისუფლების მმართველობა და ოპოზიცია.

ინაშვილმა დავით გარეჯში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. „ის ხალხი ლაპარაკობს დღეს დავით გარეჯზე და რაღაც ძალების მონაწილეობაზე დავით გარეჯში ქართული მიწების 22% მოწინააღმდეგეს რომ ჩააბარა და მიჰყიდა. ამ ქვეყანაში ხომ უნდა დამთავრდეს ეს სიმახინჯე. ასე დადუმებული რომ სხედხართ "ქართული ოცნების" დეპუტატი კაცები, ხმა რომ ვერ ამოგიღიათ, ახია თქვენზე რაც ხდება. ერთი მაინც გაექაჩეთ რომელიმეს, მაგის თავიც არ გაქვთ, რომ გაექაჩოთ და გაიყვანოთ დარბაზიდან და პირში უთხრათ სათქმელი,“-ამბობს ინაშვილი.

ინაშვილი მოუწოდებს ხელისუფლებას დაიცვან საქართველოს ინტერესები.

„უზნეო ქვეყანა ააშენეთ თქვენ. რა პარლამენტია ეს, ბოკერიას ვიტანთ პარლამენტში, ორივეს დაგამხობთ თქვენ ქართველი ხალხი, 2020 წლამდე თუ მიიტანეთ სული მადლობა თქვით კიდევ,“-მიმართა ინაშვილმა დეპუტატებს და სხდომათა დარბაზი დატოვა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე