ორი კახპა ბოზი ქალის ურთიერთობას მაგონებს ჩვენი ერთმანეთის ლანძღვა - აკაკი ბობოხიძე

საქართველო, თბილისი - 14:10 | 28.05.2019
ნანახია: 930

საქართველოს პარლამენტში დაპირისპირება მოხდა. შელაპარაკება „ევროპული საქართველოს“ წევრის, აკაკი ბობოხიძის სიტყვით გამოსვლას მოჰყვა. ოპოზიციის წევრმა შალვა შავგულიძეზე ისაუბრა.

„როდესაც ბატონი მათიკაშვილი გველაპარაკება შალვა შავგულიძეზე, ბატონი კარლო კოპალიანი აგრძელებს, რომ ეს რა ქნა შალვა შავგულიძემ. ბოდიშს ვიხდი ამ ტერმინისთვის, მაგრამ ორი კახპა ბოზი ქალის ურთიერთობას მაგონებს ჩვენი ერთმანეთის ლანძღვა, აქედან ჩვენ გვლანძღავთ, იქიდან თქვენ, რომელი უფრო უარესია. ამ დროს საქართველო იჭყლიტება. მაპატიეთ ბატონო კარლო, მაგრამ თქვენ წინა პარლამენტში ის ხალხი არ ხართ, ვინც „ნაციონალური მოძრაობით“ გასული ფრაქციის დახმარებით გააკეთეთ უმრავლესობა? ნუ თქვენ თურმე ყოფილ ნაციონალებთან ურთიერთობა შეგეძლოთ ოღონდ შალვა შავგულიძეს თურმე ყოფილ ნაციონალებთან ურთიერთობის უფლება არ აქვს, “ - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

ოპოზიციის წევრის ამ გამოსვლის შემდეგ ოპონენტებსა და დეპუტატ კარლო კოპალიანს შორის შელაპარაკება მოხდა. 

"პრასტიტუტკად არ ვთვლი თავს“ - მიმართა კოპალიანმა ბობოხიძე, რის შემდეგაც სხდომათა დარბაზში დაპირისპირება მოხდა. „ევროპულმა საქართველომ“ სხდომა დატოვა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე