Human Rights Watch-ის დამაარსებელი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 14:00 | 28.05.2019
ნანახია: 696

უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-ის (HRW) დამაარსებელი რობერტ ბერნშტეინი აშშ-ში, 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. იუწყება New York Times-ი.

როგორც ბერნშტეინის შვილმა - პიტერმა გამოცემას განუცხადა, მამამისი მანჰეტენის საავადმყოფოში აღესრულა.

რობერტ ბერნშტეინი 1966-1990 წლებში სათავეში ედგა უმსხვილეს გამოცემა Random House-ს. 1970-იან წლებში ის აქტიურად იყო დაკავებული უფლებების დაცვის სფეროში. 1978 წელს მან რამდენიმე უფლებადამცველი ჯგუფი დაარსა, რომლებიც 1988 წელს ერთ ორგანიზაციად (Human Rights Watch) გაერთიანდა. ბერნშტეინმა ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოტსი 1998 წელს დატოვა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე