სააკაშვილს დავით გარეჯის საკითხის გადაწყვეტისთვის ცხრა წელი ჰქონდა, თუმცა როგორ მოაგვარა, კარგად ხედავთ – ირაკლი კობახიძე

საქართველო, თბილისი - 13:20 | 28.05.2019
ნანახია: 746

მიხეილ სააკაშვილს დავით გარეჯის საკითხის გადაწყვეტისთვის ცხრა წელი ჰქონდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ჟურნალისტებმა ირაკლი კობახიძეს კითხვა დაუსვეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, განცხადებაზე, სადაც ამბობს, რომ მზად არის, დავით გარეჯის საკითხზე მოლაპარაკებებში ჩაერთოს და საკითხი გადაწყვიტოს. „ამ მთავრობის პირობებშიც მზად ვარ ჩავერთო მოლაპარაკებებში. რა თქმა უნდა, მაქვს ჩემი კავშირები აზერბაიჯანში. მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის ჩვეულებრივი შნირების მთავრობაა, მზად ვარ, გარეჯის თემაზე ვიყო შუამავალი, მონაწილე და გადავწყვიტო ეს საკითხი ჩემი თანამდებობის არქონის პირობებშიც კი. იმიტომ, რომ ესენი არაფრის გადამწყვეტნი არ არიან. აქ უნდა მოხდეს ფუნდამენტური მოლაპარაკეები. ორივე მხარემ უნდა გაითვალისწინოს ერთმანეთის ინტერესები“, - აღნიშნა სააკაშვილმა ფეისბუქ ლაივის“ დროს.

„სააკაშვილს ამისთვის ცხრა წელი ჰქონდა, თუმცა ეს საკითხი როგორ მოაგვარა, ყველა კარგად ხედავთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე