ყველანაირი რესურსი არსებობს, რათა აბსოლუტურად სწორად გადაწყდეს დავით გარეჯის საკითხი - ირაკლი კობახიძე

საქართველო, თბილისი - 12:51 | 28.05.2019
ნანახია: 688

ყველანაირი რესურსი არსებობს, რათა აბსოლუტურად სწორად გადაწყდეს  დავით გარეჯის საკითხი, -  ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, სამართალდამცველების ამოცანაა, რომ ადგილზე რაიმე ტიპის პროვოკაცია არ მოხდეს და წესრიგი იყოს დაცული.

„მთავარია, ამ საკითხს ჩვენ მშვიდად შევხედოთ. ყველა საკითხი მოლაპარაკების რეჟიმში გადავწყვიტოთ, რომელიც დავით გარეჯის მონასტერთან არის დაკავშირებული. აქ საქმე ჩვენ მეგობარ სახელმწიფოსთან გვაქვს. აზერბაიჯანი ჩვენი მეგობარი სახელმწიფოა. აქედან გამომდინარე, ყველანაირი რესურსი არსებობს, რათა აბსოლუტურად სწორად გადაწყდეს საკითხი. სასურველია, ჩვენ ამ ოფიციალურ ფორმატს დაველოდოთ და სხვა ტიპის ზომებზე ამის შემდეგ შეიძლება ვიმსჯელოთ. ყველანაირი რესურსი არის, რათა მოლაპარაკებები ჩვენს მეგობარ სახელმწიფოსთან სწორად დასრულდეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე