დონალდ ტრამპმა იაპონიაში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა

საქართველო, თბილისი - 11:07 | 28.05.2019
ნანახია: 714

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იაპონიაში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა და ქვეყანა დატოვა.

დღეს ტრამპი პრემიერ-მინისტრ სინძო აბესთან ერთად იაპონიის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ უდიდეს ხომალდზე, ვერტმფრენმზიდ „კაგაზე“ იმყოფებოდა. ორივე სახელმწიფოს ლიდერმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონსა და ტოკიოს შორის ასეთი ძლიერი სამხედრო კავშირი არასდროს ყოფილა. ტრამპი ასევე სიტყვით გამოვიდა ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების წინაშე იოკუსუკის ბაზაზე, აშშ-ის შეირაღებული ძალების სადესანტო ხომალდზე.

მანამდე ტრამპი შეხვდა იაპონიის ახალ იმპერატორს ნარუჰიტოს. საიმპერატორო წყვილთან შეხვედრა იაპონიაში ტრამპის ოფიციალური ვიზიტის მთავრი პუნქტი იყო, რომლის შესახებაც აშშ-ის პრეზიდენტმა არაერთხელ აღნიშნა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე