კანადაში ტყის ხანძარი მძვინვარებს

საქართველო, თბილისი - 10:27 | 28.05.2019
ნანახია: 895

კანადაში ალბერტის პროვინციაში ტყის ხანძარი მძვინვარებს. ხანძრის ჩაქრობის ოპერაციში 600-მდე მეხანძრე და 28 ვერტმფრენი მონაწილეობს. იუწყება ტელეარხი CTV.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ხანძარმა 127 ათასი ჰექტარის ტერიტორია მოიცვა. გასულ კვირას ხანძრის ფართობი 80 ათას ჰექტარს შეადგენდა, მას ინტენსივობის ყველაზე მაღალი დონე მიენიჭა. ცეცხლის გავრცელებას ხელს უწყობს ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი.  

ტელეარხის ცნობით, 194 მეხანძრე სახლებსა და სხვა ობიეტებს იცავს ქალაქ ჰაი ლევლში, რომელიც აალების ყველაზე მსხვილ კერასთან ახლოს მდებარეობს. კიდევ 400 მეხანძრე და ავიაცია ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოებშია ჩართული.

ამ მომენტისთვის დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე