ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტისთვის 10 კანდიდატი იბრძოლებს

საქართველო, თბილისი - 10:10 | 28.05.2019
ნანახია: 653

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტისა და მმართველი კონსერვატიული პარტიის ლიდერობისთვის 10 კანდიდატი იბრძოლებს. ამის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც მთავრობის მეთაურის პოსტისთვის ბრძოლაში რეგიონების საქმეთა და ადგილობრივი თვითმმართველობის მინისტრის მოადგილე კიტ მალთჰაუსი ჩაერთო. მან თავისი გეგმების შესახებ გაზეთ The Sun-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

მანამდე პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავების სურვილი ცხრა პოლიტიკოსმა გამოთქვა. ესენი არიან ფავორიტად აღიარებული ბრიტანეთის საგარეო სამქეთა ყოფილი მინისტრი ბორის ჯონსონი, საგარეო საქმეთა მინისტრი ჯერემი ჰანტი, მინისტრი საერთაშორისო განვითარების საკითხებში რორი სტიუარტი, ჯანდაცვის მინისტრი მეთ ჰენკოკი, შრომის ყოფილი მინისტრი ესთერ მაქვი, Brexit-ის საკითხების ექს-მინისტრი დომინიკ რააბი, თემთა პალატის ექს-ლიდერი ანდრეა ლიდსომი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი საჯიდ ჯავიდი.

24 მაისს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა და კონსერვატიული პარტიის ლიდერმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ 7 ივნისს თანამდებობას დატოვებს. ის მთავრობის მეთაურის პოსტზე იმ დრომდე დარჩება, ვიდრე პარტია ახალ ლიდერს არ აირჩევს. ეს პროცესი 10 ივნისს დაიწყება და და ივლისის მეორე ნახევარში დამთავრდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე