შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

საქართველო, თბილისი - 10:53 | 17.12.2015
ნანახია: 1519

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს მეოთხე განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული თეიმურაზ მ. თბილისში დააკავეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, "სტეჩკინის" ტიპის ავტომატური პისტოლეტი და 20 ცალი საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით).




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე