18 დაჭრილი და 2 დაღუპული - იაპონიაში დანით შეიარაღებული პირი მოსწავლეებს თავს დაესხა

საქართველო, თბილისი - 09:48 | 28.05.2019
ნანახია: 754

იაპონიის ქალაქ კავასაკში დანით შეიარაღებული პირი სკოლის მოსწავლეებს თავს დაესხა. ისინი კერძო სკოლის Caritas-ის გაჩერებაზე ავტობუსს ელოდებოდნენ. დაიჭრა 18 ადამიანი, მათგან 16 პირველი კლასის მოსწავლეა. გარდაცვლილია 2 ადამიანი, მათგან ერთი მოსწავლეა.

ასევე დაშავდა ქალი და 30 წლის მამაკაცი, რომელც მიღებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა. ის ერთ-ერთი მოსწავლის მამა იყო.

გავრცელებული ცნობით, პოლიციამ თავდამსხმელი დააკავა, რომელმაც დანით სხეულზე ჭრილობები მიიყენა და მალევე გარდაიცვალა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე