ტყიბულის შახტში, ჩამოშლილი მიწის ქვეშ მოყოლილ 55 წლის მამაკაცს ამ დრომდე ეძებენ

საქართველო, თბილისი - 09:30 | 28.05.2019
ნანახია: 642

ტყიბულში, ერთ-ერთ კერძო შახტში 55 წლის მამაკაცის ძებნა გრძელდება. ოპერაციაში ქუთაისისა და ტყიბულის სამაშველო ჯგუფები არიან ჩართული. ადგილზე ჩავიდა რეაგირების ჯგუფიც.

ამ ეტაპზე მაშველები ცდილობენ ჩამოშლილ მასას მიუახლოვდნენ. კომპანია „საქნახშირში“ ადასტურებენ, ადამიანი, რომელიც მიწამ მოიყოლა მათი თანამშრომელია, თუმცა სამუშაო გრაფიკის მიხედვით იგი შემთხვევის ადგილზე არ უნდა ყოფილიყო.

„საქნახშირის“ ადმინისტრაციის განმარტებით, 2018 წლის 16 ივლისის შემდეგ ტყიბულში ნახშირის მოპოვებითი სამუშაოები შეჩერებულია, შესაბამისად კომპანიამ შეაჩერა ყველა კონტრაქტორ და კერძო პირთან ხელშეკრულებები და მიმართა მათ, საკუთრებაში არსებული ტექნიკა გაეტანათ. კომპანიის ინფორმაციით, მათ შესაბამის უწყებებს სთხოვეს, გაეკონტროლებინათ კერძო მოპოვების კარიერები, რათა არ მომხდარიყო უნებართვოდ შეჭრა და ნახშირის მოპოვება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე