ოდესის ერთ-ერთ საპყრობილეში მსჯავრდებულებმა ამბოხი მოაწყეს

საქართველო, თბილისი - 17:17 | 27.05.2019
ნანახია: 697

უკრაინაში, ოდესის № 51-ე საპყრობილეში მსჯავრდებულებმა მასობრივი დაუმორჩილებლობა გამოაცხადეს. პენიტენციურ დაწესებულებაში გაჩნდა ხანძარიც.

არსებული ინფორმაციით, მსჯავრდებულებმა ზონიდან თანამშრომელბი გააძევეს. კონფლიქტი ხუთი დღის განმავლობაში გრძელდებოდა, თუმცა დღეს სიტუაცია გამწვავდა. ნაცემია ციხის რამდენიმე თანამშრომელი.

უკრაინული მედიის ცნობით, დაწესებულებასთან იმყოფება სახანძრო მანქანები და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. საპყრობილესთან მობილიზებულია პოლიციისა და სამხედროების დაამტებითი ძალები.

ციხეში ამბოხება მსაჯვრდებულების საკნების ჩხრეკას მოყვა.

ციხის ოთხი თანამშრომელი საავადმყოფოში გადაიყვანეს. პატიმართა შორის დაშავებულები არ არიან. ამ მომენტისთვის ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია.

პოლიციის ცნობით, მსჯავრდებულები ციხის ადმინისტრაციის შენობის აღებას ცდილობდნენ. გავრცელდა ინფორმაცია ციხიდან პატიმრების გაქცევის შესახებაც, რომელიც მოგვიანებით არ დადასტურდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე