ლუვრის მუზეუმი, თანამშრომლების გაფიცვის გამო დაკეტილია

საქართველო, თბილისი - 16:43 | 27.05.2019
ნანახია: 806

პარიზში, ლუვრის მუზეუმის თანამშრომლები ტურისტების დიდი ნაკადის გამო გაიფიცნენ. ამის შესახებ ნათქვამია მუზეუმის მიკორბლოგ „ტვიტერში“.

პროფკავშირის განცხადებით, ბოლო 10 წლის განმავლობაში მუზეუმში ტურისტული ნაკადი 20 პროცენტით გაიზარდა, თანამშრომელთა რაოდენობა კი შემცირდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ დამთვალიერებლების დიდი ნაკადის გამო მუზეუმის თანამშრომლებს სული ეხუთებათ.

ლუვრს 2018 წელს 10 მლნ ადამიანი ეწვია.

მუზეუმის ხელმძღვანელობა იმ მომხმარებლებს, რომლებმაც ბილეთები მანამდე დაჯავშნეს, თუმცა ორშაბათს მუზეუმში შესვლა ვერ შეძლეს, თანხას უკან დაუბრუნებს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე