საქართველოში არ შეიძლება ფრიალებდეს რუსული დროშები - თორნიკე რიჟვაძე

საქართველო, თბილისი - 15:50 | 27.05.2019
ნანახია: 771

„26 მაისს, საქართველოსთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დღეს არ შეიძლება ფრიალებდეს რუსული დროშები. ბუნებრივია, უნდა დამდგარიყო პოლიტიკური პასუხისმგებლობა.

ეს იყო შეცდომა, სწორედ ამიტომ მე მივიღე ის გადაწყვეტილება, რაც მივიღე. რაც შეეხება სხვა მონაწილეებს, ვისაც პირდაპირ ან ირიბად შეიძლება ჰქონდეთ გარკვეული პასუხისმგებლობა ამ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით, მერწმუნეთ, რომ ძირეულად შევისწავლით" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
აღნიშნული კომენტარი დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მედიის წინაშე გააკეთა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე