მთაწმინდის ოლქში არჩევნების მეორე ტური 9 ივნისს გაიმართება

საქართველო, თბილისი - 15:14 | 27.05.2019
ნანახია: 751

შუალედური არჩევნების მეორე ტური 9 ივნისს გაიმართება, – ამის შესახებ ცესკო-ს დღევანდელ სხდომაზე განაცხადეს.

არჩევნების მეორე ტური მთაწმინდის ოლქში ჩატარდება. მეორე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლადო კახაძე და ბლოკი „ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატი შალვა შავგულიძე მონაწილეობენ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე