ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთი მიმართულება თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის დაარსებაა
საქართველო, თბილისი - 16:51 | 16.12.2015 ნანახია: 1688ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთი მიმართულება თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIB School) დაარსებაა. აღნიშნულ საკითხის განხილვის მიზნით, დღეს გენერალურ შტაბში მრგვალი მაგიდის ფორმატში პირველი შეხვედრა გაიმართა. სახელმწიფო უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლებს პროექტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა დოლიძემ, მინისტრის მრჩეველმა შოთა ღვინერიამ, გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ, ნატოს ძირითადი ჯგუფის წარმომადგენლებმა და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის პროექტის ხელმძღვანელებმა მიაწოდეს.
ანა დოლიძემ პროექტის შესახებ ისაუბრა და პარტნიორი ქვეყნებისთვის მის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება: „ეს არის უელსის პაკეტის ნაწილი იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში გატარებული რეფორმების ექსპორტისთვის. ჩვენ უკვე გვაქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება, როგორ უნდა გაუმჯობესდეს თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში საქმიანობა, პოლიტიკა, საჯარო სამსახური. ეს სკოლა შეიქმნება იმისათვის, რომ ცოდნა დავამუშავოთ, ჩამოვაყალიბოთ და შემდეგ გავუზიაროთ რეგიონში ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს. ეს სასწავლებელი იქნება ნატოსთან ურთიერთობის დამაკავშირებელი საქართველოში და ამ ურთიერთობის გამტანი პარტნიორ ქვეყნებში, რომელთანაც ნატოს ისეთი მჭიდრო ურთიერთობა არ აქვს, როგორც საქართველოსთან.“
გაფართოებულ შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა შოთა ღვინერიამ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციაზე გაამახვილა ყურადღება. თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის პროექტის ხელმძღვანელებმა საქართველოსა და ნატოს მხრიდან - თეა ნიკოლაშვილმა და ანდრეას გლოდემ მოწვეულ სტუმრებს სკოლის ამოცანები, პრიორიტეტები და კონცეფცია გააცნეს. უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლები პროექტის კოორდინატორებს უახლოეს მომავალში საკუთარ ხედვებსა და რეკომენდაციებს შესთავაზებენ, რომელიც სკოლის საბოლოოდ დაარსების პროცესში გათვალისწინებული იქნება.
ნატოს ძირითადი ჯგუფის ლიდერის მოადგილემ იაშ ჰოლბრუკმა თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის დაარსების საკითხზე გამართული პირველი გაფართოებული დისკუსია დადებითად შეაფასა. „ვფიქრობ, დღევანდელი შეხვედრა ძალიან კარგი პირველი ნაბიჯია. უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლებთან ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთი მიმართულების - თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის დაარსების შესახებ მნიშვნელოვანი ასპექტები განვიხილეთ. პირველი შეხვედრა ინფორმაციული ხასიათის იყო. უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლებს ამ სკოლის კონცეფცია გავაცანით. გვსურდა, მათი მოსაზრებები და რეკომენდაციები მოგვესმინა. ვფიქრობ, ძალიან კარგი დასაწყისია. პირველ ნაბიჯს კიდევ უფრო მეტი ნაყოფიერი შეხვედრა მოჰყვება, რადგან უსაფრთხოების სექტორის მხრიდან აშკარად ძალიან დიდი დაინტერესებაა,“ - განაცხადა იაშ ჰოლბრუკმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა