ლიონში მომხდარ აფეთქებაში ეჭვმიტანილი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 13:18 | 27.05.2019
ნანახია: 870

პოლიციამ ლიონში მომხდარ აფეთქებაში ეჭვმიტანილი მამაკაცი დააკავა. ამის შესახებ საფრანგეთის შს მინისტრმა კრისტოფ კასტანერმა განაცხადა.

 „ეჭმიტანილი დაკავებულია,“- დაწერა მან მიკრობლოგ Twitter-ში.

კასტანერი მიესალმა ანტიტერორისტული განყოფილების, სასამართლო პოლიციისა და უსაფრთხოების სამსახურების მუშაობას.

აფეთქება ლიონში, ვიქტორ ჰიუგოს ქუჩაზე 24 მაისს საღამოს მოხდა. ბოლო მონაცემებით დაშავდა 13 ადამიანი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე