ჰავაიზე ზვიგენის თავდასხმის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 11:33 | 27.05.2019
ნანახია: 717

ჰავაიზე კუნძულ მაუისთან მამაკაცი ზვიგენის თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა. იუწყება Fox News-ი.

ამერიკის ჰავაის შტატის ხელისუფლების განცხადებით, 65 წლის კალიფორნიელი მამაკაცი, რომელსაც თავს ზვიგენი დაესხა, ნაპირიდან 50 მეტრის დაშორებით იმყოფებოდა.

სანაპიროზე, სადაც თავდასხმა მოხდა, გამაფრთხილებელი ნიშნები დააყენეს.

Fox News-ის მონაცემებით, წლის დასაწყისიდან ჰავაიზე ზვიგენის თავდასხმის ეს უკვე მესამე შემთხვევაა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე