რუსთავში ჯარისკაცებმა ხანძრის დროს 2 მცირეწლოვანი გადაარჩინეს

საქართველო, თბილისი - 10:40 | 27.05.2019
ნანახია: 626

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე სამმა სამხედრო მომსახურემ, ხანძრის დროს, 2 მცირეწლოვანი ბავშვი გადაარჩინა. ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, ჯარისკაცებმა გზიდან შეამჩნიეს, რომ ფანჯრიდან კვამლი გამოდიოდა, ადგილზე მისულებს კი ბინაში ძლიერი ხანძარი დახვდათ. იყო ინფორმაცია რომ სახლში 2 მცირეწლოვანი იმყოფებოდა, მეზობლების თქმით ბავშვების მამა გარეთ იყო და სახლში ვერ შედიოდა.

მაღალი დაკვამლიანების შედეგად სამხედროებმა მძიმე ინტოქსიკაცია მიიღეს. ერთ-ერთი მათგანი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი, ხოლო ორს, კლინიკა "რუსთავში" შესაბამისი სამედიცინო კვლევები უტარდება.

"კლინიკაში შემოყვანილია ორი ჯარისკაცი. შემოყვანისას ორივე უჩიოდა თავბრუსხვევას, ყლაპვისა და სუნთვის გაძნელებას. გაიარეს ტოკსიკოლოგის კონსულტაცია. ამჟამად მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესებულია, მიმდინარეობს დაკვირვება", - ამბობს კლინიკა "რუსთავის" გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის მორიგე ექიმი მანანა გაბაშვილი.

ჯარისკაცების ვინაობა ცნობილია - დავით კვიწინაძე, ალექსანდრე ჯანიაშვილი და გიორგი მუსელიანი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე