მარინ ლე პენის პარტიამ საფრანგეთში, ევროპარლამენტის არჩევნებში გაიმარჯვა

საქართველო, თბილისი - 10:37 | 27.05.2019
ნანახია: 760

მარინ ლე პენის პარტიამ „ნაციონალური გაერთიანება“ საფრანგეთში, ევროპარლამენტის არჩევნებში ხმათა 23,31 პროცენტით გაიმარჯვა. მეორე ადგილზეა პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის პარტია „წინ რესპუბლიკა“, რომელმაც ხმების 22,41 % მოაგროვა. არჩევნების ბოლო მონაცემები მიკრობლოგ „ტვიტერში“ საფრანგეთის შს სამინისტრომ გამოაქვეყნა.

მესამე პოზიცია დაიკავა მწვანეთა პარტიამ Europe Ecologie - Les Verts-მა (13,47%), მეოთხე ადგილი ჟან-ლუკ-მელანშონის  პარტიამ „მეამბოხე საფრანგეთი“ (6,3%), ხოლო ნიკოლ დიუპონ-ენიანის პარტია „აღსდექ, საფრანგეთო“ მეხუთე ადგილზეა (3,5%).

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე