ევროპარლამენტმა არჩევნების წინასწარი შედეგების მონაცემები განაახლა

საქართველო, თბილისი - 10:21 | 27.05.2019
ნანახია: 732

ევროპარლამენტმა ევროპის არჩევნების შედეგების მონაცემები განაახლა.

ბოლო დაზუსტებული მონაცემებით, მემარჯვენე-ცენტრისტულიო ევოპის სახალხო პარტია ევროპარლამენტში 179 ადგილს იკავებს. სიდიდით მეორე ფრაქცია „სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი კი - 150 ადგილს.

„ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსმა“,  შესაძლოა, 107 მანდატი მიიღოს და ფრაქციის დეპუტატთა რაოდენობით მესამე ადგილი მოიპოვოს. მეოთხე პოზიციაზე იმყოფებიან „მწვანეები“ 70 მანდატით. „ევროპელ კონსერვატორებსა და რეფორმატორებს“ კი სავარაუდოდ 58 ადგილი ერგებათ.

ბოლო მონაცემებით ოდნავ გაიზარდა მემარჯვენე ნაციონალისტური ფრაქცია „ნაციისა და თავისუფლების ევროპის“ (58 ადგილი) და მემარჯვენე კონსერვატიული ფრაქციის „თავისუფლებისა და დემოკრატიის ევროპის“ (56 ადგილი) შედეგები.

არ შეცვლილა „გაერთიანებული ევროპელი მემარცხენეებისა და მემარჯვენე ჩრდილოეთ „მწვანეების“ მდგომარეობა - მათ 38 ადგილი აქვთ.

კიდევ უფრო - 35-მდე შემცირდა იმ დეპუტატების მანდატების რაოდენობა, რომლებიც ჯერჯერობით რომელიმე კონკრეტულ ფრაქციაში არ შედიან.

განახლებული ინფორმაცია რამდენიმე საათის შემდეგ გახდება ცნობილი.

ევროკავშირის 28 ქვეყანაში 23-26 მაისს ევროპარლამენტის 751 დეპუტატს ირჩევდნენ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე