საქართველოში სპილენძის შემცველი შაბიამნის წარმოება დაიწყო
საქართველო, თბილისი - 16:30 | 16.12.2015 ნანახია: 1501სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ და ქვემო ქართლის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა, პაატა ხიზანიშვილმა ქიმიური საწარმო ,,რუსთავის აზოტი“ დაათვალიერეს და საწარმოში არსებულ მდგომარეობას გაეცნენ.
,,რუსთავის აზოტი“ აზოტოვანი სასუქების უმსხვილესი მწარმოებელია. საწარმოს მიერ გამოშვებული პროდუქციის რეალიზება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე მსოფლიოს 23 ქვეყანაში ხორცილდება. საწარმოში 2300 ადამიანია დასაქმებული. აღსანიშნავია, რომ ,,რუსთავის აზოტი“ კავკასიის რეგიონში ამონიუმის გვარჯილას ერთადერთი მწარმოებელია. ყოველწლიურად საწარმო 500 000 ტონას აწარმოებს, რაც მსოფლიო მოხმარების 1%-ს შეადგენს.
საწარმოს დირექტორმა, ლევან ბურდილაძემ სოფლის მეურნეობის მინისტრს საწარმოს ერთ-ერთი ინოვაციური და სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროდუქტის - სპილენძის შაბიამანის წარმოების, დახარისხების და შეფუთვის პროცესი გააცნო. სპილენძის შაბიამანი თანამედროვე ტექნოლოგით მზადდება. წარმოების შედეგად მიიღება მავნე მინერალებისაგან თავისუფალი პროდუქტი, რომელშიც სპილენძის სულფატის შემცველობა 98% შეადგენს, რაც მცენარის ნორმალური ზრდა-განვითარებისა და მაღალხარისხიანი მოსავლის მისაღებად არის საჭირო. სპილენძის სულფატის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და აქტიურად გამოიყენება მევენახეობის დარგში.
ოთარ დანელიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხარისხიანი სასუქები და პრეპარატები მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისთვის.
,,მისასალმებელია, რომ ასეთი დიდი პოტენციალი და კონკურენტუნარიანობა გააჩნია საწარმოს. ,,რუსთავის აზოტი“ ნათელი მაგალითია იმისა, თუ რა შედეგი მოაქვს სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერას, სწორ, პრაგმატულ მიდგომას და დარგის განვითარების ხელშეწყობას. ახალი პროდუქტი, რომლის წარმოებაც დაიწყო კომპანიამ მნიშვნელოვანია, როგორც მევენახეობისთვის, ისე სოფლის მეურნეობის სხვა დარგებისთვისაც. ,,რუსთავის აზოტი“ ამონიუმის გვარჯილას კონტრიბუციის თვალსაზრისით მსოფლოში უმნიშვნელოვანესი საწარმო გახლავთ, რაც მნიშვნელოვანია საქართველოში სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისათვის და ძლიერი ეკონომიკისთვის. ჩვენ კი, ასეთი ადგილობრივი წარმოების მაქსიმალური ხელშეწყობა გვმართებს“, - აღნიშნა ოთარ დანელიამ.
საწარმოს დირექტორის გაანცხადებით, ქვეყანაში სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებამ, მინერალურ სასუქებზე ახალი მოთხოვნები გააჩინა.
,,საწარმოში ახალი ტექნოლოგიების დანერგვა ჩვენთვის პრიორიტეტულ მიმართულებად დარჩება. საქართველოსთვის, ტრადიციულად მევენახეობა წამყვანი დარგი იყო. შესაბამისად, ჩვენ უმაღლესი ხარისხის სპილენძის შემცველი შაბიამნის წარმოება დავიწყეთ, რაც ნამდვილად ხელს შეუწყობს დარგის განვითარებას. უახლოეს მომავალში საწარმოში ამიაკის სინთეზის ავტომატიზაციის პროცესის დანერგვასაც ვგეგმავთ“, - აღნიშნა საწარმოს დირექტორმა, ლევან ბურდილაძემ.
,,რუსთავის აზოტის“ მიერ ახალი პროდუქციის წარმოების პროცესს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა