საუდის არაბეთის მეფე ჰაჯის წესებს შეცვლის

საქართველო, თბილისი - 13:00 | 25.09.2015
ნანახია: 2107

საუდის არაბეთის მეფე სალმანი მექასთან მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ჰაჯის წესებს შეცვლის.

როგორც ცნობილია, ჰაჯის დროს ჭყლეტისას 717 ადამიანი დაიღუპა და 800-ზე მეტი დაშავდა. ეს ყველაზე დიდი მსხვერპლია პილიგრიმთა შორის უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში.

მექაში მუსლიმების დღესასწაულს ორ მილიონზე მეტი მორწმუნე ესწრებოდა.

მსგავსი ინციდენტები მექაში არაერთხელ მომხდარა. 1990 წელს ჰაჯის დროს ჭყლეტას 1427 პილიგრიმი ემსხვერპლა.

მეფის გადაწყვეტილებით მომლოცველთა გადაადგილების ორგანიზება უნდა გაუმჯობესდეს.

ირანის სულირემა ლიდერმა აიათოლა ჰომეინმა საუდის არაბეთის ხელისუფლება პილიგრიმთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის უუნარობაში დაადანაშაულა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე