ხმაური და დაპირისპირება იყო ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში

საქართველო, თბილისი - 13:35 | 17.05.2019
ნანახია: 854

ხმაური და დაპირისპირება იყო ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში. კომისიის თავმჯდომარემ მირანდა მესხმა სხდომა  საკითხების განხილვის გარეშე დაასრულა. მან სხდომის დასრულების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გაერთიანებული ოპოზიცია მათი საჩივრების განხილვას ითხოვდა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მოთხოვდა, რომ განსახილველ დღის წესრიგში ჩასმულიყო გადასატანი ყუთების საკითხი.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები განმარტავენ, გადასატანი ყუთების სიებში ჩასმული არიან მოქალაქეები, რომლებსაც გადაადგილება შეუძლიათ და ცესკო-ს ეს სერვისი არ სჭირდებათ. ამ საკითხის განხილვას კომისიამ მხარი არ დაუჭირა.

მესხს არც დღის წესრიგით გაწერილი საკითხები განუხილავს, მან მხოლოდ რამდენიმე მათგანი ჩამოთვალა, შემდეგ კი თქვა, რომ სხდომა დასრულებულია. 

ზუგდიდის საოლქო კომისიის თავმჯდომარემ დარბაზი ისე დატოვა, რომ ოპოზიციის შეკითხვებს არ უპასუხა. მას კომენტარი არც მედიასთან გაუკეთებია.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე