პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 21 მაისს 9:00 საათზე დაიწყება

საქართველო, თბილისი - 12:45 | 17.05.2019
ნანახია: 1230

განათლების, მეცნირების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, პირველკლასელთა  საყოველთაო  ელექტრონული  რეგისტრაცია 2019-2020  სასწავლო წლისათვის 21 მაისს - 09:00 საათზე დაიწყება.  

რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის  საინფორმაციო  სისტემის  ვებ-გვერდზე  (registration.emis.ge) და დასრულდება 8 ივნისს. 

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში III  ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება  2019 წლის 13 ივნისიდან   30  ივნისის  ჩათვლით.  

საყოველთაო ელექტრონული რეგისტარცია დასრულდება 12 ივნისს.

2019-2020  სასწავლო წელს, პირველ კლასში რეგისტრაცია შესაძლებელია იმ ბავშვებისათვის, რომელთაც ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებისთვის შესრულებული აქვთ 6 წელი და მათი ასაკი არ აღემატება 10 წელს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე